ფეხბურთი

11:52 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მხითარიანთან მოლაპარაკებას იწყებს

ტურინის “იუვენტუსი” სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და “დორტმუნდის” შემტევი ნახევარმცველის, გენრიხ მხითარიანის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

“ბებერ ქალბატონს” უკვე გაცხადებული აქვს, რომ მიმდინარე იანვრის სატრანსფერო პერიოდში შემტევი ნახევარმცველით გაძლიერებას გეგმავს. პოტენციურ შენაძენთა შორის ძალიან ბევრი ფეხბურთელის გვარი ფიგურირებს და მათ შორის ერთ-ერთია მხითარიანი, რომელსაც Sky Italia-ს ცნობით, ზამთარში გარემოს გამოცვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

მიუხედავად ამისა, ტურინელებმა 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყეს. იტალიის მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერ “იუვენტუსს” სურს, რომ ჯერ გენრიხს შეუთანხმდეს და “დორტმუნდს” ოფიციალური წინადადებით მერე მიმართოს. მხითარიანის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 ჩატარებული მატჩია. მისი “დორტმუნდი” პირველი წრის შემდეგ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და იმდენივე ქულა აქვს (15), რამდენიც აუტსაიდერ “ფრაიბურგს”.

0.11506