ლევან ყენიამ კვლავ პრაღის “სლავიას” დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
ორშაბათს, პრაღელებმა თანაქალაქელ “ბოჰემიანსს” სახლში 2:0 აჯობეს და 24 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. გასულ პარასკევს, ყენია “დუკლასთან” გასვლაზე ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში, “სლავიას” 18-კაციან განაცხადში პირველად მოხვდა. მანამდე, მან “ჰრადეც კრალოვეს” სარეზერვო გუნდთან ასევე ორი ტაიმი იასპარეზა.
“სლავიას” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველს 70-ე წუთზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა.