კალათბურთი

22:55 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაცაციას საუკეთესო მატჩი ნოვგოროდში

საკალათბურთო კლუბ “ნიჟნი ნოვგოროდში” გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ლევან ფაცაციამ. ვთბ-ლიგაში ჩეხურ “ნიმბურკთან” მოგებულ თამაშში მისი მონაგარი 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა იყო.

ნოვგოროდელებმა 89:80 იმარჯვეს, ფაცაციამ კი 19:01 წუთში 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესონო ბელარუსი არტიომ პარახუსკი და ამერიკელი ტრეი ტომპკინსი იყვნენ, შესაბამისად, 24 და 22 ქულით, “ნიმბურკს” კი 24 ქულით ამერიკელმა ჩესტერ სიმონსმა ულიდერა.

“ნიჟნი ნოვგოროდმა” 2 მარცხის წილ მე-12 გამარჯვება იზეიმა და ვთბ-ლიგაში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 18 იანვარს, სტუმრად, “კრასნი ოკტიაბრთან” გამართავს. მანამდე, 16-ში, ფაცაციას კლუბი ევროლიგაში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” ესტუმრება.

0.128223