ჭადრაკი

21:54 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟ მოჭადრაკეთა რვეული ყუფარაძემ შეავსო

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა 74-ე ეროვნული ჩემპიონატის მეოთხედფინალის მერვე წევრი გიგა ყუფარაძე გახდა, რომელმაც თაი-ბრეიკით 1,5-0,5 დაამარცხა დავით მაღალაშვილი. მეოთხედფინალში ყუფარაძის მეტოქე დავით ჯოჯუა იქნება.

შეგახსენებთ მეოთხედფინალში მოასპარეზე სხვა წყვილთა ვინაობას:

მიხეილ მჭედლიშვილი-თორნიკე სანიკიძე

მერაბ გაგუნაშვილი-ლუკა პაიჭაძე

ლევან ფანცულაია-დავით ბენიძე

მეოთხედფინალური სერიის პირველი პარტიები 13 იანვარს გაიმართება.

0.121452