კალათბურთი

20:14 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფხაკაძის მოგებ-წაგება "ოკლაჰომა ლანგსტონში"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელი – 21 წლის ოთარ ფხაკაძე ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობს. ფხაკაძემ გუნდი გამოიცვალა და გარკვეული პერიოდით უქმობამ მოუწია.

კოლეჯების ათლეტთა ნაციონალური ასოციაცია (NAIA) – ასე ეწოდება ლიგას, რომლის პირველი დივიზიონის გუნდ „ოკლაჰომა ლანგსტონის“ ღირსებასაც ფხაკაძე იცავს. სულ NAIA -ს პირველ დივიზიონში 10 კონფერენციაა, რომლებშიც თავის მხრივ საშუალოდ 10-12 გუნდდი თამაშობს.

„ლანგსტონი“ „რედ რივერ ატლეტიკის“ კონფერენციაშია, სადაც 12 გუნდს შორის მე-4 ადგილი უკავია. ამ ეტაპისთვის ოკლაჰომელებს 3 მოგება და 2 მარცხი აქვთ. თითო წაგებ-მოგება ფხაკაძის გუნდმა ბოლო 2 დღეში დააგროვა. 9 იანვარს ოკლაჰომელებმა „ლეიდი ოვ ლეიქთან“ 50:78 წააგეს, ხოლო 10 იანვარს „ჰიუსტონი“ 78:73 დაამარცხეს.

წაგებულ მატჩში ფხაკაძემ 8 წუთი ითამაშა და ქულა არ მოუპოვებია, ხოლო „ჰიუსტონთან“ ქართველმა ფორვარდმა 25 წუთში 7 ქულა, 4 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ოთომ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ლანგსტონი“ 16 იანვარს, შინ „ალექსანდრიასთან“ გამართავს.

www.gbf.ge

0.116639