ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიო ფედერაციამ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს რეიტინგი განაახლა. ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ორივე სტილის ყველა წონითი კატეგორიის მოწინავე ოცეულები გამოქვეყნდა. ცხრილის სამართლიანობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან სპორტსმენებს სარეიტინგო ქულები არ ეწერებათ. არც ისაა დაზუსტებული, რა პრინციპით ხდება მათი შეფასება, მაგრამ ეს ხომ ჭიდაობაა, სადაც მსგავსი საკამათო გადაწყვეტილებები ჩვეულებრივი მოვლენაა.
საქართველოს ნაკრების წევრთათვის განახლებული რეიტინგსია მოლოდინისამებრ, საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა. შედარებით მაღალ პოზიციებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იკავებენ. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან საუკეთესო პირადი რეიტინგი მსოფლიოს 2014 წლის ვერცხლის პრიზიორ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს (57 კგ) აქვს. ნაკრების უმსუბუქესი წევრი მესამე ადგილზეა.
მსოფლიო პირველობის მეხუთეადგილოსანი ჯუმბერ ყველაშვილი 74 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეხუთე ნომერია. ასევე მსოფლიოს რეპეშაჟის ფინალში ნაჭიდავები ელიზბარ ოდიკაძე კი 97 კილოგრამში მე-6 საფეხურს იკავებს. ევროპის 2-გზის ჩემპიონი (2012, 2013) დათო მარსაგიშვილი 86 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგსიაში მე-9 ადგილზეა. შარშანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი კონსტანტინე ხაბალაშვილი (65 კგ) მე-14 პოზიციაზე დგას, ხოლო ბექა ლომთაძე (61 კგ) კი მოწინავე ოცეულში ბოლოსწინა - მე-19 ადგილით შევიდა.
70 და 125 კილოგრამებში სარეიტინგი ცხრილები საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსო.
ბერძნულ-რომაულში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის 2013 წლის ვერცხლის პრიზიორ ზურაბ დათუნაშვილს (75 კგ) აქვს - მე-6 ადგილი. ოლიმპიური თამაშების ფინალისტი და ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი 66 კილოგრამის მე-9 ნომერია. თავისი წონის ათეულშია მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაიაც – მე-10 პოზიციით.
71 და 85 კილოგრამებში საქართველოს ნაკრების ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს. 71-ში მინდია წულუკიძე და მანუჩარ ცხადაია მე-16 და მე-17 ადგილებს იკავებენ. 85-ში კი რობერტ ქობლიაშვილი მე-15 პოზიციაზე დგას, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძე მას სამი საფეხურით ჩამორჩება.
ბეგი დარჩიას გაწვრთნილი გუნდის წევრების გარეშე სამი ოცეული დაკომპლექტდა: 59, 80 და 98 კილოგრამებში. არადა 80-ში საქართველოს ნაკრებს ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ცირეკიძე ჰყავს.
ქვემოთ ორივე საჭიდაო სტილის მოწინავე ხუთეულებს და საქართველოს ნაკრების წევრთა ინდივიდუალურ რეიტინგებს გაეცნობით:
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
59 კგ
1 ჰამიდ სორიანი (ირანი)
2 მინგიან სემენოვი (რუსეთი)
3 ელმურატ ტასმურადოვი (უზბეკეთი)
4 სტიგ ანდრე ბერგე (ნორვეგია)
5 კოჰეი ჰასეგავა (იაპონია)
66 კგ
1 დავორ სტეფანეკი (სერბეთი)
2 ომიდ ნოროუზი (ირანი)
3 ტამას ლორინცი (უნგრეთი)
4 ედგარას ვენცკაიტისი (ლიტვა)
5 ჰან-სუ რიუ (სამხრეთ კორეა)
9 რევაზ ლაშხი
71 კგ
1 ჩინგიზ ლაბაზანოვი (რუსეთი)
2 იუნუშ ოზელი (თურქეთი)
3 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)
4 აფშინ ბიაბანგარდი (ირანი)
5 ჟი-იუნ იუნგი (სამხრეთ კორეა)
16 მინდია წულუკიძე
17 მანუჩარ ცხადაია
75 კგ
1 ჰიონ-ვუ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 არსენ ჯულფალაკიანი (სომხეთი)
3 ნევენ ზუგაჟი (ხორვატია)
4 ენდრიუ ბისეკი (აშშ)
5 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
6 ზურაბ დათუნაშვილი
80 კგ
1 პეტერ ბაკში (უნგრეთი)
2 ევგენი სალეევი (რუსეთი)
3 სელჩუკ ჩები (თურქეთი)
4 ჯიმ პეტერსონი (შვედეთი)
5 ტადეუშ მიხალიკი (პოლონეთი)
85 კგ
1 მელონინ ნუმონვი (საფრანგეთი)
2 ჰასან სამან ტაჰმასები (აზერბაიჯანი)
3 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)
4 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)
5 რამსინ აზიზსირი (გერმანია)
15 რობერტ ქობლიაშვილი
18 ვლადიმერ გეგეშიძე
98 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 ოლივერ ჰესლერი (გერმანია)
3 ჩენკ ილდემი (თურქეთი)
4 გასემ რეზაეი (ირანი)
5 ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)
130 კგ
1 მიხაინ ლოპეს ნუნესი (კუბა)
2 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
3 ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)
4 ბილიალ მახოვი (რუსეთი)
5 იოჰან მაგნუს ეურენი (შვედეთი)
10 იაკობ ქაჯაია
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ
1 ჰაკ-ჩინ იონგი (ჩრდილოეთ კორეა)
2 კიონგ-ლი იანგი (ჩრდილოეთ კორეა)
3 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
4 რასულ კალიევი (ყაზახეთი)
5 ჰასან რაჰიმი (ირანი)
61 კგ
1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
2 მასუდ ესმაილპური (ირანი)
3 ნიამ-ოჩირ ენხსაიხანი (მონღოლეთი)
4 იოვლის ბონე როდრიგესი (კუბა)
5 ალექსანდრ ბოგომოევი (რუსეთი)
19 ბექა ლომთაძე
65 კგ
1 სოსლან რამონოვი (რუსეთი)
2 საიედ აჰმად მოჰამადი (ირანი)
3 მანდახნარან განზორიგი (მონღოლეთი)
4 მიხაილ სავა (მოლდოვა)
5 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)
14 კონსტანტინე ხაბალაშვილი
70 კგ
1 ხეთიკ ცაბოლოვი (რუსეთი)
2 იაკუპ გორი (თურქეთი)
3 ალი შაბანოვი (ბელარუსი)
4 ბეკზოდ აბდურახმანოვი (უზბეკეთი)
5 ზელიმხან იუსუპოვი (ტაჯიკეთი)
74 კგ
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 სოსუკე ტაკატანი (იაპონია)
3 ჯორდან ბაროუზი (აშშ)
4 ლივან ლოპეს აზკაი (კუბა)
5 ჯუმბერ ყველაშვილი
86 კგ
1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)
2 რეინერის სალას პერესი (კუბა)
3 მოჰამადჰუსეინ მოჰამადიანი (ირანი)
4 სელიმ იასარი (თურქეთი)
5 მეისამ მუსტაფა ჯუკარი (ირანი)
9 დავით მარსაგიშვილი
97 კგ
1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
2 ხეთაგ გაზიუმოვი (რუსეთი)
3 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
4 რეზა იაზდანი (ირანი)
5 ხავიერ კორტინა ლასერა (კუბა)
6 ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ
1 ტაჰა აკგული (თურქეთი)
2 კომეილ გასემი (ირანი)
3 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)
4 ტერველ დლაგნევი (აშშ)
5 ალექსანდრ ხოციანივსკი (უკრაინა)