ირაკლი შეყილაძემ იტალიის ლეგა პრო B-ში (მესამე ლიგა) მოასპარეზე “ლატინასთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა.
22 წლის ქართველი თავდამსხმელი “ემპოლიში” 2011 წლიდან ირიცხებოდა და განვლილ პერიოდში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.
“ემპოლის” ხელმძღვანელობის აზრით, კლუბში დარჩენის შემთხვევაში მას სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა და ამიტომაც ქართველი “ლატინაში” გაუშვეს, რომელიც 22 გუნდში 21-ე ადგილზეა.