“ლივერპულის” მცველმა ესპანელმა ხოსე ენრიკემ “სანდერლენდთან” სტუმრად მოგებული მატჩის (1:0) გადაწყვიტა ფორთოხლის წვენი დაელია და ერთ-ერთ კაფეს მიაშურა. საბოლოოდ ერთი ჭიქა ფორთოხლის ფრეში მცველს 9.5 გირვანქა დაუჯდა.
ენრიკემ სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ფოტო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია მისი ანგარიშის ჩეკი: წვენი თავისი ლანგრითურთ 9.5 გირვანქა დაჯდა, ხოლო 0.69 მომსახურების პროცენტი გახლდათ, საბოლოო ჯამში ფეხბურთელმა 10.19 გირვანქა გადაიხადა და განაცხადა: “ყველაზე ძვირადღირებული ფორთოხლის წვენია. მგონი ესპანეთიდან ჩამომიტანეს”.
ენრიკე “ლივერპულში” კვირაში 65 000 გირვანქას გამოიმუშავებს და აღნიშნული წვენის ფასი მის ჯიბეს ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა ფეხბურთელი აღნიშნული ანგარიშით მაინც გაოცებული დარჩა.