საქართველოში ჭადრაკის განვითარების (2015-2018წ.)
სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის მიზნები და ამოცანები:
საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციისა და განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა;
საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების სათანადო დონეზე მომზადება, ქართველი მოჭადრაკეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმატებით ასპარეზობა;
საქართველოში მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველყოფა (მათ შორის მსოფლიო გრან პრის გათამაშება, მსოფლიოს კადეტთა ჩემპიონატი,მსოფლიო თასის გათამაშება, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი);
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატებისა, საკლუბო შეჯიბრებებისა და სხვა ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;
ბათუმში, 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მაღალ დონეზე გამართვა და აღნიშნულის ორგანიზებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ჭადრაკში წარმატებული მომავალი თაობის აღზრდის მიზნით, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის საქმიანობის ხელშეწყობა;
საქართველოს, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ საჭადრაკო ცენტრად გადაქცევა;
მოჭადრაკეების, მწრთვნელებისა და ჭადრაკში მომუშავე სხვა სპეციალისტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვეტერანი მოჭადრაკეების ხელშეწყობა და მათი სახელობის ტურნირების გამართვა;
რეგიონებში ჭადრაკის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება;
„ჭადრაკი სკოლებში“ პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.
2015-2018 წლების მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს: 38 570 149 ლარს (საქართველოს მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქ. თბილისის მერია).
აქედან, 2018 წელს ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის და 2017 წელს გასამართი ვაჟთა მსოფლიო თასის ბიუჯეტი - 31 954 000 ლარია.
5 163 649 ლარი 2015-2018 წლებში დაიხარჯება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და თბილისის საერთაშორისო აკადემიის პროექტების დაფინანსებისათვის, ხოლო 1 452 500 ლარი საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებებისათვის.