ფეხბურთი

15:32 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" კრამერით დაინტერესდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" მიონხენგლადბახის "ბორუსიის" ნახევარმცველით კრისტოფერ კრამერით დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელი უკვე მეორე წელია "ბორუსიაში" ლევერკუზენის "ბაიერიდან" განათხოვრების წესით თამაშობს.

მადრიდელები ახალგაზრდა იმედისმომცემ ფეხბურთელს თანამემამულის სამი ხედირას შემცვლელად მოიაზრებენ. მსოფლიოს ჩემპიონით შეძენით დაინტერესებულები მიუნხენის "ბაიერნი" და ლონდონის "არსენალიც" არიან.

კრამერმა მიმდინარე სეზონში 14 მატჩი მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ბუნდესლიგის მე-11 ტურის მატჩში "დორტმუნდთან" დაპირისპირების დროს გაიტანა.

0.065363