სხვა

15:26 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი ლიდერთა შორისაა

გრძელდება ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის დაუმარცხებელი სვლა. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნების კვალად, ტოჩინოშინმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ნოემბრის სუპერტურნირის მორიგ საშეჯიბრო დღეს გორგაძე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა ჩიიოოტორის გაეჯიბრა და იორიტაოშით იმარჯვა. შეგახსენებთ, რომ თავად ქართველს აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდება გააჩნია და თუკი ასე განაგრძო, სერიოზული წინსვლა ელის.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-10 მაეგაშირა ტამავაში იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:2-ს უგებს.

ისიც ვთქვათ, რომ გორგაძის დარად მაქსიმალური შედეგი კიდევ 8 სეკიტორს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები – ჰაკუჰო და კაკურიუ და ოძეკი გოეიდოც იმყოფებიან. ოძეკი კოტოშოგიკუმ პირველად წაიფორხილა, კიდევ ერთმა ოძეკი გოეიდომ კი პირიქით, პირველი გამარჯვება იზეიმა.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში მე-2 გამარჯვება იზეიმა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. მან აღმოსავლეთის მე-2 ნომერი სადანოფუჯი იორიკირი დაამარცხა.

გაგამარუს დასავლეთის მე-5 ნომერი აქვს მიკუთვნებული და შემდეგ ორთაბრძოლაში აღმოსავლეთის მე-8 ნომერ დაიდოს გაეჯიბრება. ამ უკანასკნელს გასული სამივე შერკინება წაგებული აქვს.

კიუშიუ ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 5:24-დან

0.134448