მოსკოვში მიმდინარე მძლეოსნობის მსოფლიო პირველობის მესამე დღეს მედლების ექვსი კომპლექტი გათამაშდა. ქალთა შორის 100 მეტრზე რბენაში იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა მეტოქეებს არავითარი შანსი არ დაუტოვა და, ისევე როგორც ერთი დღით ადრე მისმა ლეგენდარულმა თანამემამულე უსეინ ბოლტმა, ორი წლის წინ სამხრეთკორეულ დეგუში დაკარგული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
ფრეიზერ-პრაისმა, რომლის სიმაღლეც მხოლოდ 1 მეტრი და 52 სმ-ია, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე, ხოლო 2009 წელს ბერლინის მსოფლიო პირველობაზე იმარჯვა, 2010-ში ის დოპინგზე ჩავარდა, ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. საზეო ფორმა მან 2012 წელს დაიბრუნა, როცა ლონდონის ოლიმპიადაზე 4 წლის წინ მოხვეჭილი ტიტული დაიცვა. წლეულს კი ის მთელი სეზონი შეუდარებლად ასპარეზობდა და პრობლემა არც ამჯერად შექმნია.
ამრიგად, 26 წლის ფრეიზერ-პრაისი 100 მეტრზე რბენაში უკვე ორგზის მსოფლიო და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
30 წლის ბოტსვანელი ამანტლე მონტლო მთელი ზაფხულის განმავლობაში 400 მეტრზე შესაშური სტაბილურობით გამოდიოდა და 20 ივლისს ბრილიანტის ლიგის მეათე ეტაპი, რომელიც მონაკოში გაიმართა, საუკეთესო შედეგითაც (49,33) მოიგო. ძალზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა ის მოსკოვშიც და ფინალური გარბენის უკანასკნელ მეტრებზე მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, ეგებ ბრიტანელი კრისტინ ოჰურუგუს მიერ განხორციელებული თავგანწირული აჩქარება არ გამოპარვოდა და ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული შეენარჩუნებინა. 29 წლის ოჰურუგუმ, რომელიც 2007 წლის ოსაკის მსოფლიო პირველობისა და 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულიცაა, მეტოქეს წამის მეათასედით აჯობა.
28 წლის ახალზელანდიელი ბირთვის მკვრელი ქალი ვალერი ადამსი ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი! 2007 წლიდან მოყოლებული მას ამ დისციპლინაში ბადალი არ ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში მან ასევე ორი ოლიმპიადა (2008, 2012) და ორიც (2008, 2012) “ზამთრის” მსოფლიო პირველობა მოიგო.
მოულოდნელად დასრულდა კაც ჭოკით მხტომელთა შეჯიბრი, სადაც ფავორიტად შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებული, წინა ორი მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი და ბოლო წლების ბრილიანტის ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ფიგურა, ფრანგი რენო ლავილენი მიიჩნეოდა.
მაგრამ 26 წლის ფრანგი ამჯერად მხოლოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა – 5,89 მეტრის აღებას მან სამივე ცდა მოანდომა, მაშინ როცა 23 წლის გერმანელმა რაფაელ ჰოლცდეპემ, ლონდონის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა, ეს სიმაღლე პირველსავე ცდაზე დალაშქრა. მესამე ადგილზე კიდევ ერთი გერმანელი, შარშანდელი ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ბიორნ ოტო გავიდა. ეს ჰოლცდეპეს კარიერაში პირველი დიდი გამარჯვებაა.
ასევე კარიერის უდიდეს წარმატებას მიაღწია 31 წლის ამერიკელმა დევიდ ოლივერმა, რომელმაც 110 თარჯრბენში წლის საუკეთესო შედეგით – 13.00 – იმარჯვა. მის ყველაზე დიდ მიღწევას აქამდე 2008 წლის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი წარმოადგენდა.
ფინალურ გარბენში მეორე ადგილი მეორე ამერიკელმა რაიან უილსონმა დაიკავა და წინა მსოფლიო პირველობის გამარჯვებულ ჯეისონ რიჩარდსონს უკანასკნელ წინაღობაზე შეცდომა რომ არ დაეშვა, კვარცხლბეკს მთლიანად ამერიკელები შეავსებდნენ, მაგრამ რიჩარდსონის წაბორძიკებამ ბრინჯაო რუს სერგეი შუბენკოვს არგუნა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა ამ დისციპლინაში მედალი პირველად მოიპოვეს. ოლიმპიური ჩემპიონი ერიეს მერიტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ტრავმა გადაიტანა, მხოლოდ მეექვსე გახლდათ.
კაცთა შორის უროს ტყორცნა 24 წლის პოლონელმა პაველ ფაიდეკმა პირადი რეკორდითა და სეზონის საუკეთესო შედეგით – 81,97 მ – მოიგო.
მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
12 აგვისტო.
კაცები
უროს ტყორცნა
1. პაველ ფაიდეკი (პოლონეთი) 81,97
2. კრისტიან პარში (უნგრეთი) 80,30
3. ლუკაშ მელიხი (ჩეხეთი) 79,36
ჭოკით ხტომა
1. რაფაელ ჰოლცდეპე (გერმანია) 5.89
2. რენო ლავილენი (საფრანგეთი) 5,89
3. ბიორნ ოტო (გერმანია) 5,82
110 მ. თარჯრბენი
1. დევიდ ოლივერი (აშშ) 13.00
2. რაიან უილსონი (აშშ) 13,13
3. სერგეი შუბენკოვი (რუსეთი) 13,24
ქალები
ბირთვის კვრა
1. ვალერი ადამსი (ახალი ზელანდია) 20,88
2. კრისტინა შვანიცი (გერმანია) 20,41
3. გუნ ლიჩიაო (ჩინეთი) 19,95
100 მ.
1. შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) 10,71
2. მიურიელ აურე (კოტ დივუარი) 10,93
3. კარმელიტა ჯეტერი (აშშ) 10,94
400 მ.
1. კრისტინ ოჰურუგუ 49,41
2. ამანტლე მონტშო 49,41
3. ანტონინა კრივოშაპკა 49,78
სამშაბათს, 13 აგვისტოს, მსოფლიო პირველობაზე მედლების კიდევ 7 კომპლექტი გათამაშდება: კაცებში ბადროს ტყორცნაში, 400 მეტრზე რბენაში, 400 მეტრზე თარჯრბენში და 800 მეტრზე რბენაში, ქალებში ჭოკით ხტომაში, შვიდჭიდში, 20 კილომეტრზე სპორტულ სიარულსა და 3 000 მეტრზე რბენაში.
საერთო ჩათვლა
1 |
|
აშშ |
3 |
2 |
1 |
6 |
2 |
|
იამაიკა |
2 |
0 |
1 |
3 |
3 |
|
დიდი ბრიტანეთი |
2 |
0 |
0 |
2 |
4 |
|
გერმანია |
1 |
2 |
1 |
4 |
5 |
|
ეთიოპია |
1 |
1 |
1 |
3 |
6 |
|
კენია |
1 |
1 |
1 |
3 |
7 |
|
რუსეთი |
1 |
0 |
2 |
3 |
8 |
|
პოლონეთი |
1 |
0 |
0 |
1 |
9 |
|
ხორვატია |
1 |
0 |
0 |
1 |
10 |
|
ახალი ზელანდია |
1 |
0 |
0 |
1 |
11 |
|
საფრანგეთი |
0 |
2 |
0 |
2 |
12 |
|
ჩინეთი |
0 |
1 |
1 |
2 |
13 |
|
ნიგერია |
0 |
1 |
0 |
1 |
14 |
|
უნგრეთი |
0 |
1 |
0 |
1 |
15 |
|
კოტ დივუარი |
0 |
1 |
0 |
1 |
16 |
|
იტალია |
0 |
1 |
0 |
1 |
17 |
|
ბოტსვანა |
0 |
1 |
0 |
1 |
18 |
|
კუბა |
0 |
0 |
1 |
1 |
19 |
|
იაპონია |
0 |
0 |
1 |
1 |
20 |
|
კანადა |
0 |
0 |
1 |
1 |
21 |
|
სერბეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
22 |
|
ჩეხეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
23 |
|
ესპანეთი |
0 |
0 |
1 |
1 |
სულ: |
14 |
14 |
14 |
42 |