თამაშგარე

16:27 | 27.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

100 000 ევროიანი ლუდი

ზაგრების “დინამოს” მცველმა, 23 წლის დომაგოი ვიდამ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი ლუდი დალია.
ფეხბურთელი იმდენად შეაწუხა წყურვილმა, რომ ალკოჰოლური სასმლის დალევა პირდაპირ კლუბის ავტობუსში, თანაც მატჩის წინ გადაწყვიტა, რის გამოც 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს.
ზაგრების “დინამოს” პრეს-სამსახურმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და მოთამაშის დაჯარიმება “არასპორტული საქციელით” ახსნა.
“გაცნობებთ, რომ ფეხბურთელი დომაგოი ვიდა დაჯარიმებულია არასპორტული საქციელისთვის. ინციდენტი 24 სექტემბერს მოხდა, როდესაც კლუბი, ხორვატიის თასის 1/6 ფინალურ მატჩზე მიდიოდა”, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ამა წლის აგვისტოში კლუბის ხელმძღვანელობამ, კიდევ ერთი მოთამაშე - ბრაზილიელი ლეგიონერი სამირი 270 ათასი ევროთი დააჯარიმა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ სპორტსმენი, ზაგრების ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა.
 

0.146821