ფეხბურთი

2:39 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

10-კაციანი „იუვე“ რომში შეაჩერეს

ზედიზედ 12 თამაშის მოგების შემდეგ, „იუვენტუსი“ რომს ეწვია. ტურინელებს რომ ედოარდო რეიას დაბრუნების შემდეგ კარგად ათამაშებულ „ლაციოსთან“ რთული მატჩი ელოდათ, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და ასეც მოხდა. „ბებერი სინიორას“ მდგომარეობა განსაკუთრებით 24-ე წუთზე გართულდა.

პირველი ტაიმის დაახლოებით ნახევარი იყო გასული, როდესაც ბუფონთან პირისპირ გასულმა მიროსლავ კლოზემ მეკარე მოატყუა და ის იყო, ცარიელი კარის წინ უნდა დარჩენილიყო, რომ ტურინელთა კიპერმა თამაშის წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანის დანიშვნის გარდა, არბიტრმა ბუფონი წითელი ბარათითაც დასაჯა და „იუვენტუსი“ 10 კაცით დარჩა, რასაც, მალევე, კანდრევას მიერ ანგარიშის გახსნა მოჰყვა.

„იუვენტუსს“ „ლაციოსთან“ გასვლით მატჩში 2003 წლის შემდეგ არ წაეგო და ეს ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. გამათანაბრებელი გოლი მე-60 წუთზე გავიდა, როდესაც „ლაციოს“ ყოფილი ფეხბურთელის, სტეფან ლიხტშტაინერის ჩაწოდების შემდეგ, ფერნანდო ლიორენტემ თავით ძალიან რთული მდგომარეობიდან დაარტყა და ლამაზი ბურთი გაიტანა.

შეხვედრის დარჩენილი ნახევარი საათიდან პირველი 15 წუთი უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ხოლო შემდეგ მასპინძლები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლაციომ“ ზედიზედ მე-4, ხოლო „იუვენტუსმა“ მე-13 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა.

ქულები ზედიზედ მე-2 მატჩში დაკარგა „ნაპოლიმ“, რომელმაც ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „კიევოს“ საკუთარ კედლებში ვერაფერი მოუხერხა. რაფაელ ბენიტესის გუნდი 70 წუთის განმავლობაში მდევრის როლში იყო. მე-18 წუთზე სარდოს მიერ გატანილი ბურთის გაქვითვა მხოლოდ 88-ე წუთზე, რაულ ალბიოლის ზუსტი დარტყმით მოხერხდა.

 

ნაპოლი-კიევო 1:1 (0:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 44000

ნაპოლი (4-2-3-1): კაბრალი, მაჯო (ინსინიე 79), ალბიოლი, ბრიტოსი, რევეილერი, ჯემაილი (ჟორჟინიო 56), ინლერი, კალიეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი.

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

კიევო (3-1-4-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, რიგონი, სარდო, ბენტივოლიო (რადოვანოვიჩი 72), ჰეტემაი, დრამე, პალოსკი (ესტიგარიბია 79), ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

გოლები: 0:1 სარდო (18), 1:1 ალბიოლი (88).

გაფრთხილებები: მაჯო 59 - სეზარი 61, დაინელი 66.

მსაჯი: მასიმილიანო ირატი.

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 23 (4)-3 (1), კუთხური: 11-1, თამაშგარე: 3-5, სეივი: 0-3, ჯარიმა: 12-15.

 

ლაციო-იუვენტუსი 1:1 (1:0)

რომი, “ოლიმპიკო” 31000

ლაციო (3-4-2-1): ბერიშა, ბიავა, კანა, დიასი, კავანდა (გონსალესი 65), ლედესმა, ბილია, კონკო, კანდრევა (კეიტა 85), ერნანესი, კლოზე.

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, ოგბონა, მარკიზიო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა, ასამოა (სტორარი 26), ლიორენტე, ტევესი.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 კანდრევა (27, პენ), 1:1 ლიორენტე (60).

გაფრთხილებები: ბიავა 58 - ბონუჩი 79.

გაძევება: ბუფონი 24.

მსაჯი: დავიდე მასა.

ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 11 (3)-11 (3), კუთხური: 0-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2, ჯარიმა: 13-14.

0.1677