ისტორია

11:01 | 1.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

1 იანვარი

1957. დაიბადა რამაზ შენგელია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრფორვარდი. 1981 წელს მოიპოვა თასების თასი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1979 წელს დაეუფლა საკავშირო თასს. 1977 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981-ში კი ბრინჯაოს მედლები. ხუთჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. “გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა” კლუბში ქართველ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. რამაზ შენგელია 2012 წელს გარდაიცვალა.

 
 
მნიშვნელოვანი ფაქტები
1838. ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში “მწვანე კონტინენტზე” პირველი ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა ცხენოსნობაში.
1973. ჩოგბურთში ავსტრალიის ღის პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში მარგარეტ კორტმა ივონ გულაგონგი 6:4, 7:5 დაამარცხა და ტურნირის რიგით 47-ე ჩემპიონი გახდა.
1980. ჩოგბურთში ავსტრალიის ღის პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ბარბარა ჯორდანმა სარა უოლში 6:3, 6:3 დაამარცხა და ტურნირის რიგით 54-ე ჩემპიონი გახდა.
1994. რუსმა მოცურავემ ალეკსანდრ პოპოვმა 100 მეტრზე თავისუფალი სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (47.83).
2011. არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ დაბის საგამოფენო ტურნირის ფინალში ესპანელმა რაფა ნადალმა შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 7:6, 7:6 სძლია და ზედიზედ მეორედ მოიგო აღნიშნული შეჯიბრება.
 
ამ დღეს დაიბადნენ
1946. რობერტო რიველინო. ბრაზილიელი ფეხბურთელი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი. 1978 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდთან ერთად დაიკავა მეოთხე ადგილი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 94 მატჩი, გაიტანა 26 გოლი. “ფლუმინენსეს” რიგებში 1975, 1976 და 1977 წლებში გახდა კარიოკას შტატის ჩემპიონი. 1966 წელს “კორინთიანსის” შემადგენლობაში მოიპოვა რიო-სან პაულუს შტატის პირველობა. “ალ ჰილალთან” ერთად 1979, 1980, 1981 წლებში გახდა საუდის არაბეთის ჩემპიონი.
1947. კახი ასათიანი. თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველი. საკავშირო ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი. სამჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე (მეოთხედფინალისტი). ბელგიასთან ჯგუფური ეტაპის მატჩში გაიტანა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი. საკავშირო ნაკრების 16 მატჩში გაიტანა 5 გოლი. იყო თბილისის “დინამოს” გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი. საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარე და სპორტსაზოგადოება “დინამოს” თავჯდომარის მოადგილე. კახი ასათიანი 2002 წელს ტრაგიკულად დაიღუპა.
1957. რამაზ შენგელია. ქუთაისის “ტორპედოს”, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრფორვარდი. 1981 წელს მოიპოვა თასების თასი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1979 წელს დაეუფლა საკავშირო თასს. 1977 წელს მოიპოვა საკავშირო პირველობის ვერცხლის, 1981-ში კი ბრინჯაოს მედლები. ხუთჯერ დაასახელეს “33 საუკეთესოთა” შორის. “გრიგორი ფედოტოვის ბომბარდირთა” კლუბში ქართველ ფეხბურთელთაგან გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი. 1978 და 1981 წლებში დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად. 1981 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრების კარში გოლის გატანა მოახერხა. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. რამაზ შენგელია 2012 წელს გარდაიცვალა.
1972. ლილიან ტურამი. 1994-2008 წლებში გამოდიოდა საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში. ამპლუით მცველი. 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 142 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.
 
0.116394