ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:55 | 14.05.2018

014 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 - დაიბადა ვალერი ბრუმელი. საბჭოთა მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი (2,28 მ).

09:54 | 12.05.2018

012 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1961 - გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე.

09:55 | 09.05.2018

09 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945 – დაიბადა იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი.

10:04 | 08.05.2018

08 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976 - დაიბადა ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” “ნიუ ჯერსი ნეთსში,” “მაიამი ...

10:13 | 06.05.2018

06 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1983 - დაიბადა დანი ალვეში. ბრაზილიის ნაკრების, “სევილიასა” და “ბარსელონას” მცველი. სევილიელთა შემადგენლობაში უეფას თასის ორგზის მფლობელი (2006, 2007). ამავე გუნდის რიგებში გამოსვლისას ევროპის სუპერთასისა ...

09:57 | 05.05.2018

05 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2012 წლის 5 მაისს გერმანულ საფეხბურთო ბუნდესლიგაში 336-ე მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილმა და ლეგიონერთა შორის გამართული შეხვედრების რაოდენობით ალემანთა უპირველესი დივიზიონის რეკორდი გაიმეორა. ბუნდესმატჩებში ...

09:58 | 03.05.2018

03 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978).

08:51 | 02.05.2018

02 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1975 – დაიბადა დევიდ ბექჰემი. ინგლისის ეროვნული ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედის,” მადრიდის “რეალის”, “ლოს ანჯელეს გელექსის”, “მილანის”, პსჟ-ის ნახევარმცველი. 1999 წელს “მანჩესტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში ...

10:04 | 27.04.2018

027 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2013 წელს ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის მსგავსად, ქართველმა ძიუდოისტებმა ფრანგულ მონპელიეშიც რუსები დაამარცხეს ...

10:05 | 26.04.2018

026 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა კარლოს ბიანკი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “ველეს სარსფილდში”, “რეიმსში”, პსჟ-ში და “სტრასბურგში”.

1.147738