ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:20 | 24.01.2019

024 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 – დაიბადა ჯორჯო კინალია. იტალიის ნაკრების, რომის ”ლაციოსა” და ნიუ იორკის ”კოსმოსის” ცენტრფორვარდი. დაიბადა უელსში და ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო. ითვლება “ლაციოს” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. ...

09:21 | 23.01.2019

023 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1919 – დაიბადა ბობ პეისლი. ”ლივერპულის” მოთამაშე და მწვრთნელი. ენფილდელთა ღირსებას იცავდა 1939-54 წლებში. 1947 წელს მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა, 1950-ში კი თასი. “ლივერპულის” შემადგენლობაში ჩაატარა 253 ...

09:27 | 22.01.2019

022 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1973 – დაიბადა მუხრან ვახტანგაძე. ბათუმელი ფალავანი. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (85 კგ წონითი კატეგორია). სიდნეის 2000 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ...

09:45 | 19.01.2019

019 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1966 – დაიბადა შტეფან ედბერგი. შვედი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ”დიდი სლემის” ექვსი ტურნირი (1985 და 1987 ავსტრალიის ღია პირველობა, 1988 და 1990 უიმბლდონის ტურნირი, 1991 და 1992 აშშ-ის ღია პირველობა). შტეფან ...

09:27 | 18.01.2019

018 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954 – დაიბადა ალექსანდრე ანპილოგოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და თბილისის ”ბურევესტნიკის” ხელბურთელი. ხელბურთში მეცადინეობა დაიწყო 1970 წლიდან. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1976 წლის ...

10:07 | 17.01.2019

017 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა მუჰამედ ალი (კასიუს მარსელიუს კლეი). ლეგენდარული ამერიკელი სუპერმძიმეწონოსანი მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობდა სამჯერ.

09:48 | 16.01.2019

016 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1951 – დაიბადა რამაზ ხარშილაძე. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 95 კგ წონით კატეგორიაში. მონრეალის 1976 წლის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს 1975 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის ჩემპიონატების ...

12:17 | 15.01.2019

015 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1901 – დაიბადა ლუის ფელიპე მონტი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალებში ორი ნაკრების რიგებში იასპარეზა. ამპლუით მცველი 1924-31 წლებში იცავდა არგენტინის, 1932-36 წლებში კი იტალიის ...

09:14 | 13.01.2019

013 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1958 – დაიბადა ფრანსისკო (პაკო) ბუიო. ესპანეთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე. 1986-97 წლებში იცავდა მადრიდის “რეალის” კარს. ორჯერ ფლობდა უეფას თასს. ესპანეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი. პრიმერა ...

09:23 | 11.01.2019

011 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1915 – დაიბადა გაიოზ ჯეჯელავა. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. ფეხბურთის თამაში 17 წლისამ დაიწყო. 1935-36 წლებში გამოდიოდა ტსპო-სა და ”ლოკომოტივში”, ხოლო 1937-48 წლებში - თბილისის ”დინამოში”. საბჭოთა ...

1.309771