ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:50 | 12.05.2012

012 მაისი

1961. გაიხსნა თბილისის სპორტის სასახლე.

10:40 | 11.05.2012

111 მაისი

1984. დაიბადა ანდრეს ინიესტა. ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. მსოფლიოს ...

10:38 | 10.05.2012

010 მაისი

1923. დაიბადა ოთარ ქორქია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის სამგზის ჩემპიონი. 1952 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების ...

10:11 | 09.05.2012

29 მაისი

1945. დაიბადა იუპ ჰაინკესი. გფრ-ის ნაკრების რიგებში ევროპისა (1972) და მსოფლიოს (1974) ჩემპიონი. ნაკრების 39 მატჩში გაიტანა 14 გოლი. ფეხბურთელობისას გამოდიოდა მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” ...

03:55 | 08.05.2012

08 მაისი

1976. დაიბადა ვლადიმერ სტეფანია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (216 სმ). გამოდიოდა თბილისის “მართვეში,” ლიუბლიანას “ოლიმპიაში,” “სიეტლ სუპერსონიქსში,” ...

09:36 | 07.05.2012

07 მაისი

1939. დაიბადა ჯემალ ცერცვაძე. ლეგენდარული ქართველი ხელბურთელი. თბილისის “ბურევესტნიკის” რიგებში 1962 და 1964 წლებში მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. 1965, 1966, 1967 წლებში საკავშირო ...

09:45 | 06.05.2012

06 მაისი

1953. დაიბადა გრემ ჯეიმს სუნესი. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების, “ტოტენჰემის”, “მიდლსბროს”, “ლივერპულის”, “სამპდორიასა” და “რეინჯერსის” ფეხბურთელი. ...

10:52 | 04.05.2012

04 მაისი

1987. დაიბადა ფრანსისკ (სესკ) ფაბრეგასი. ესპანეთის ეროვნული ნაკრების, “ბარსელონასა” და “არსენალის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. შეიყვანეს ...

10:32 | 03.05.2012

03 მაისი

1941. ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ...

10:07 | 02.05.2012

02 მაისი

1935. დაიბადა ბორის სიჭინავა. 1958-67 წლებში თბილისის “დინამოს” მცველი. საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონი. 1962 და 1967 წლებში დაეუფლა საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედლებს. თბილისის “დინამოს” ...

1.294772