ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:04 | 08.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 8 აპრილი

1955. დაიბადა ალექსანდრე ჩივაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. თბილისის “დინამოსა” (1980-87) და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი (1980-84). 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა ...

10:08 | 07.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 7 აპრილი

1983. დაიბადა ფრანკ რიბერი. საფრანგეთის ნაკრების, “მეცის”, “გალათასარაის”, “მარსელის”, “ბაიერნის” გარემარბი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. საფრანგეთის ...

09:55 | 06.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 6 აპრილი

1964. დაიბადა მაია აზარაშვილი. 200 მ დისტანციაზე ესტაფეტით რბენაში 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი. ამავე ოლიმპიადაზე, უძლიერეს სპრინტერებთან ერთად, 200 მ-ზე რბენაში, ფინალში მონაწილეობის ...

10:00 | 05.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 5 აპრილი

  1896. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 14 ქვეყნის 245-მა სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, პირველი ადგილი ბერძნებმა ...

09:38 | 04.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 4 აპრილი

1938. დაიბადა ჯანო ბაგრატიონი. ხელბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964). საკავშირო პირველობის სამგზის ვერცხლის (1965, 1966, 1967) და ბრინჯაოს (1963) მედლების მფლობელი. სპორტის საპატიო ოსტატი. 1969-73 ...

09:30 | 03.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 3 აპრილი

2011. დორტმუნდში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში პირველობა რევაზ ლაშხმა მოიპოვა.  მნიშვნელოვანი ფაქტები 1905. ბუენოს აირესში დაარსდა საფეხბურთო ...

09:38 | 02.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 2 აპრილი

1927. დაიბადა ფერენც პუშკაში. ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. აღიარებულია პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. 1952 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. ამ მუნდიალზე, ...

10:26 | 01.04.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 1 აპრილი

1933. დაიბადა რობერტ შავლაყაძე. სიმაღლეზე ხტომაში რომის 1960 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, 216 სმ სიმაღლეზე გადებულ თამასას პირველივე ცდიდან გადაევლო. 1959 წელს მოიგო აშშ-სსრ კავშირის ...

09:44 | 31.03.2013

0ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 31 მარტი

1942. დაიბადა ომარ ბლიაძე. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე. გამოდიოდა 87 და 90 კგ წონით კატეგორიებში. 1968 წლის ევროპის ჩემპიონი. 1969 წლის მსოფლიოს პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1972 წლის ევროპის ...

10:03 | 30.03.2013

1ერთი დღე მსოფლიო სპორტის ისტორიაში - 30 მარტი

1991. დაიბადა დავით მარსაგიშვილი. 84 კგ წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 2012 და 2013 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი. ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. მსოფლიოს ...

1.836633