ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:13 | 10.11.2016

010 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1977 - დაიბადა მიხეილ აშვეთია. საქართველოს ნაკრების, ქუთაისის “ტორპედოსა” და “რწმენის”, “სამგურალის”, თბილისის “დინამოს”, ვლადიკავკაზის “ალანიას”, დანიური “კოპენჰაგენის”, მოსკოვის “ლოკომოტივის”, “როსტოვის”, ...

09:13 | 09.11.2016

09 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974. დაიბადა ალესანდრო დელ პიერო. იტალიის ეროვნული ნაკრების, “პადოვასა” (1991-1993) და ტურინის “იუვენტუსის” (1993 წლიდან) ფეხბურთელი. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის ...

10:15 | 08.11.2016

18 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1942 – დაიბადა ალესანდრო (სანდრო) მაცოლა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ვალენტინო მაცოლას ვაჟი. ვალენტინო მაცოლა 1949 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. სანდრო მაცოლა მთელი კარიერის განმავლობაში მილანის ...

10:22 | 07.11.2016

07 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944 - დაიბადა ლუიჯი რივა. იტალიის ნაკრების (1965-74), “ლინიანოს” (1961-62), “კალიარის” (1962-76) ფორვარდი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი. რივამ ფინალში გოლი გაიტანა. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ...

09:12 | 06.11.2016

06 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987- დაიბადა ანა ივანოვიჩი. სერბი ჩოგბურთელი. 2008 წელს მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა. იმავე წელს იასპარეზა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 2007 წელს გააღწია უიმბლდონის ტურნირის ნახევარფინალში. ...

10:05 | 05.11.2016

05 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1952- დაიბადა ოლეგ ბლოხინი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უკრაინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა კიევის “დინამოში” (1969-88, 433 მატჩი, 211 გოლი), ავსტრიულ “ფორვერტსა” (1988-89, 41 მატჩი, 9 გოლი) ...

10:15 | 03.11.2016

03 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1945 - დაიბადა გერჰარდ (გერდ) მიულერი. “ერის ბომბარდირად” წოდებული გერმანელი ფორვარდი. 1964 წლიდან, ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერთან ერთად, ჩაირიცხა მიუნხენის “ბაიერნში”. მიულერი ოთხჯერ გახდა გერმანიის ...

09:40 | 02.11.2016

02 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1944. ალექსანდრე მეტრეველი. ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი. ყველაზე პრესტიჟული გათამაშების, უიმბლდონის ტურნირების სამგზის ფინალისტი (ერთეულთა და ორჯერ შერეულ წყვილთა თანრიგში, ოლგა მოროზოვასთან ერთად). ...

10:15 | 01.11.2016

01 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1897 - ტურინში დაარსდა იტალიის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი”. ერთადერთი კლუბი, რომელსაც მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (ლიგა), თასის მფლობელთა, უეფას და ინტერტოტოს თასები. იტალიის 30-გზის ...

08:12 | 31.10.2016

031 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1920 - დაიბადა ფრიც ვალტერი. გერმანიის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი. “კაიზერსლაუტერნის” რიგებში ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1940 წელს პირველი მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში და რუმინეთს ...

1.147477