13:30 | 11 ივლისი, 2021
იტალია-ინგლისი - ისტორიაში პირველად!დღეს ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალში ინგლისისა და იტალიის ნაკრებები ითამაშებენ. ევროპის ჩემპიონატის შექმნიდან ზუსტად 61 წელი გავიდა და ფეხბურთის სამშობლო არათუ ფინალში იტალიას არ შეხვედრია, არამედ საერთოდ პირველ ფინალს თამაშობს. როდესაც იაზრებ თუ რაოდენი მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას მრავლისმნახველი ინგლისელი ქომაგებისთვის, ნამდვილად არ გინდა წარმოიდგინო თავი გარეთ საუთგეითის ადგილზე, რომელსაც მხოლოდ ფინალამდე გაღწევისთვის ტაშს არავინ
12:34 | 04 ივლისი, 2021
რუსეთი ევროპის ჩემპიონატზე აღარ უნდა გავიდეს!ვის არ წაუგია? ვინ არ გამოვარდნილა ევროპის ჩემპიონატიდან? ვინ არ დამალვია მოკრიტიკე ჟურნალისტებსა და გამწარებულ ქომაგებს? მაგრამ რუსეთი სხვა ყველაფერთან ერთად ფეხბურთში დამარცხების გადატანაშიც ერთობ უცნაური ქვეყანაა და მათი საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნაც იმდენად არასწორად და მე ვიტყოდი არაჯანსაღად აღიქვეს, რომ დანიელების ადგილზე რომ ვიყო დავფიქრდებოდი, ღირდა კი რუსეთის კიდევ უფრო დაბოღმვად მათი ბრწყინვალე გამარჯვება?...
15:09 | 27 ივნისი, 2021
რა აკლია ინგლისს?მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უკვე მერვედფინალები დაიწყო, დაიწერა ლამის ყველა (მათ შორის უკვე გავარდნილი) გუნდის გამოყენებულ თუ განიავებულ შანსებზე, ერთად გავაცილეთ საფეხბურთო “მოუსავლეთში“ რუსეთის ნაკრები, ერთად ვტკბებოდით იტალიის სიდინჯითა და თვითრწმენით, ბელგიის ნაკრების ცოტა ცანცარული, მაგრამ ჭეშმარიტად თვალსაამო გარჯით, უნგრელთა შეუპოვრობით, დანიელების გუნდურობით, ფრანგების ვერზილა ძალით, ჰოლანდიის ლაღი ქარაფშუტობით, ჩრდილოეთ მაკედონიის ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი სიბეჩავით და მაინც ბოლომდე გაურკვეველია რა გუნდია ინგლისის ნაკრები, რა უნდა, რაზე ოცნებობს და რას უნდა ელოდოს მისგან ქომაგი.
17:48 | 20 ივნისი, 2021
იშვიათად კარგი ჩემპიონატიმიუხედავად ჯერ კიდევ ვერდასრულებული კორონა-პანდემიისა, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის გარდა ყველა სტადიონზე გულშემატკივრები კანტიკუნტად შეუშვეს და კიდევ სხვა მრავალი პრობლემისა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მაინც მშვენივრად დაიწყო და უკვე მრავალი ისეთ დასამახსოვრებელი თამაში ვნახეთ, რომელიც ნაღდ ქომაგს მეხსიერებში მთელი ცხოვრება ჩაებეჭდება ხოლმე.
18:19 | 13 ივნისი, 2021
ფიქრები ოლიმპიადის წინოლიმპიური თამაშებისადმი განსაკუთრებული მოლოდინები, როგორც წესი პატარა ქვეყნებში არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, მოპოვებული მედლების რაოდენობის მხრივ აშშ-ს, რუსეთსა და ჩინეთს ვერავინ გაუტოლდება, პატარა ქვეყნებს მუდამ სჯერათ, რომ სწორედ ოლიმპიადებზე ეძლევათ შანსი საკუთარი იდენტობა და სპორტული პრეტენზიები დაადასტურონ.
15:25 | 06 ივნისი, 2021
ფეხბურთს დიდი რეფორმები სჭირდება!ევროპის ბობოლა კლუბებს ხელმძღვანელების და პირველყოვლისა მადრიდის “რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის ინიციატივით დაარსებული სუპერლიგა და ზოგადად სუპერლიგის იდეა მკვდრადშობილი გამოდგა. ფეხბურთის ქომაგებმა ცოტათი მაინც შვებით ამოისუნთქეს და მიეცათ იმედი, რომ ძლევამოსილთა მიერ სუსტი კლუბებისადმი ცხვირაბზუება და აგდებული დამოკიდებულება ოფიციალურად არ გაფორმდება. თუმცა, ეს გამარჯვება მაინც დროებითი მგონია და არავინ იცის რა იქნება მომავალში.
13:08 | 30 მაისი, 2021
კოპა ამერიკა ჩაშლის პირასააჩვენ ევროპაში დატრიალებული ამბები გვადარდებს და საბოლოოდ მაინც ვერჩატარებული სუპერლიგის “ნამსხვრებებში“ ვიქექებით. ამასობაში კი სამხრეთ ამერიკაში, იქაურმი ფეხბურთის ბოსებმა გამოიდეს თავი და ისეთი ერთმანეთზე უცნაური საქმეები აკეთეს, წელს ივნისში დაგეგმილი კონტინენტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის - კოპა ამერიკის დაწყებაც კი დადგა ეჭვქვეშ...
14:40 | 09 მაისი, 2021
სეუ ჟოზე მარადიულ ქალაქშიმე თუ მკითხავთ, 11 წლის შემდეგ ჟოზე მოურინიოს იტალიაში დაბრუნება და “რომაში“ მისვლა 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა. 2010 წელს იტალიიდან მოურინიო ჭეშმარიტად დიდი ტრიუმფატორის სახელით წავიდა, რადგან მაშინ მილანის “ინტერს“ ორჯერ სკუდეტო მოაგებინა, ამას მიაყოლა იტალიის თასი და რაც მთავარია მილანელთათვის საოცნებო ჩემპიონთა ლიგის თასიც შემოატარა მრავალჭირნახული “ჯუზეპე მეაცას“ სარბენ ბილიკებზე.
14:28 | 02 მაისი, 2021
მუდამ მტრიანი “ინტერი“მილანის “ინტერნაციონალეს“ იტალიელმა ფანებმა სამწუხაროდ არ იციან ვაჟა-ფშაველა და მისი ნათქვამი - “კარგია მუდამ მტრიანიო“, თორემ მუდამ ამ სიტყვებს ახსენებდნენ, როდესაც მილანელთა მრავალირიცხოვან მომტერნეებზე დაიწყებდნენ ფიქრსა თუ საუბარს. მართლაცდა, არამხოლოდ ევროპაში, მთელს მსოფლიოშიც კი იშვიათად მოიძებნება გუნდი, რომელსაც ამდენი მოსისხარი ჰყავდეს და საკუთარი ტიფოზების გარდა ფაქტობრივად ყველა გუნდის ქომაგს ასე ეჯავრებოდეს.
15:16 | 25 აპრილი, 2021
სად გვყავს დასაკარგი ოქროს ბიჭები?გუშინ ქართული სპორტის ისტორიაში ერთობ უცნაური დღე იყო. უცნაური და გულისმომკვლელი. ყველას გაორებული გრძნობა გვქონდა, რადგან ერთმანეთს ცვლიდა სიხარული, სიამაყე, გულისტკენა და სირცხვილი. გუშინ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. 2016 და 2017 წლებში ტიტული საქართველოს სახელით მოიპოვა. ამჯერად კი, მისი წარმატებით სერბებმა გაიხარეს, რადგან ზურა სწორედ ამ ქვეყნის სახელით გამოდიოდა. ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა.
14:44 | 18 აპრილი, 2021
შოთა არველაძე გუშინ და დღესამას წინათ შოთა არველაძის ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებულ, მეორე გამოცემას გავეცანი და კიდევ ერთხელ დამიდგა თვალწინ ეპოქა, როდესაც ბევრს არ ეფეხბურთებოდა, მაგრამ სწორედ შოთა იყო ერთ-ერთი, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვეშინოდა ეროვნულ სტადიონზე შესვლის. ფაქტია, რომ 90-იანი წლების მასიური ნიჰილიზმის ფონზე, ძმებმა არველაძეებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ქართველებს ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ ევროპაში და წარსულის ლანდებთან ლაციცის გარეშეც შესაძლებელია ჯანსაღი დღევანდელობის შექმნა. “შიშის ათწლეულის“ გადალახვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით შოთა არველაძესა და მისი თაობის ფეხბურთელებს, ფეხბურთელებს, რომლებსაც ძალიან მძიმე და დიდი მისია ეკისრებოდათ. მათ საფეხბურთო გამარჯვებებით უნდა შეეცვალათ დამარცხებული ხალხის ფსიქოლოგია! მათ ევროპა ელოდათ, ევროპა, რომელიც უცხოებს გულგახსნით არასოდეს ხვდება.