19:30 | 21 მაისი, 2017
თვალსაჩინო პრობლემებიქართული სპორტის მატეანეს თუ გადავხედავთ, არაერთ შემთხვევას გადავაწყდებით, როდესაც დიდი წარმატებებისათვის სკოლის მოსწავლეებს მიუღწევიათ. სპორტული განათლების სპეციალისტების აზრით, ამის მიზეზი კონკრეტულ საჯარო სკოლებში სპორტული განათლების მაღალი ხარისხი იყო, რადგან ახალგაზრდა სპორტსმენებმა საბაზისო სპორტული განათლება სწორედ სკოლაში უნდა მიიღონ. დღეს, სპორტის სწავლების კუთხით, სათანადო დონეზე მდგომი სკოლების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ ძალიან მცირეა. მსოფლიო გამოცდილება და მაგალითები კი გვაჩვენებს, რომ მოზარდისათვის სპორტის გაკვეთილებს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
22:00 | 14 მაისი, 2017
მოტყუება ადვილია, ანუ ერთი სახალისო ამბის გახსენება1 აპრილი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ხუმრობისა და მასხრობის დღე. სხვაგვარად ამ დღესასწაულს "სულელთა დღესაც" ეძახიან. თუმცა, ეს რიცხვი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად არგენტინაში 1 აპრილის ნაცვლად „მოტყუების დღედ“ 9 ნოემბერი ითვლება, ხორვატიაში 11 აპრილი და ასე შემდეგ...
21:44 | 08 მაისი, 2017
მეტსახელები სპორტშისპორტში მეტსახელები ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორც მარცხი თუ გამარჯვება და თითქმის ვერ ნახავთ სპორტის სახეობას, სადაც მწვრთნელიდან დაწყებული და კონკრეტული სპორტსმენით დამთავრებული, ვინმე მეტსახელს არ ატარებდეს.
19:53 | 30 აპრილი, 2017
ეჰ ზაზა...არ ვიცი, შეიძლება არ იყოს სწორი ზაზა ჯანაშიას მიერ რუსულ www.championat.com-სათვის მიცემულ ინტერვიუზე ამდენი საუბარი და ამ თემის ზედმეტად წინ წამოწევა, მაგრამ ადამიანებს რაც გულზე ყველაზე მეტად გვხვდება და გვტკივა, წესით სწორედ იმაზე უნდა იწერებოდეს და ითქმოდეს და საერთოდ, ვფიქრობ რომ მედია ზუსტადაც რომ სათქმელის თქმისათვის არსებობს.
20:00 | 23 აპრილი, 2017
კაცი “იუვენტუსის” მაისურითთუ შეშლილი არა ხარ, ნამდვილად არ გადაწყვეტ სუსხიან საღამოს, ფლორენციაში “არტემიო ფრანკის” სტადიონის წინ ტურინის “იუვენტუსის” მაისურით ვარჯიშს, რადგან გამბედაობა და უშიშრობა კარგი თვისებები რომაა - ეს ყველამ ვიცით, თუმცა თუკი გამბედაობის უკან არაფერი დგას, შეშლილის გამბედაობა აბა რა საქები და გამოსარჩევი ამბავია? მაგრამ ჩვენ ეს ვნახეთ და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება...
20:44 | 19 აპრილი, 2017
მარადიული კითხვა: დასავლეთი თუ აღმოსავლეთი?წელს არა და, 2018/2019 წლების საფეხბურთო სეზონში კი აღსრულდება იტალიის საკლუბო ფეხბურთის ქომაგთა დიდი ოცნება და როგორც იქნა, სერია “ა”-ს წარმომადგენლები უპირველეს ევროტურნირზე კვლავ 4 კლუბით იქნებიან წარმოდგენილი. ეს რამდენად წაადგება პოზიციებშერყეულ კალჩოს ჯერ არავინ იცის, თუმცა, მთავარ ევროტურნირზე იტალიური კლუბების მატება რომ მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი ფაქტია – ცხადია.
19:14 | 09 აპრილი, 2017
საქართველოს ნაკრები და პასუხგაუცემელი კითხვებიერთადერთი, რაზეც მთელი საქართველო ვთანახმდებით ალბათ ისაა, რომ ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს დიდი და მოუშორებელი იარა სდევს თან და რაც ყველაზე მძიმე ასატანია - ეს წყლული არათუ არ შუშდება, არამედ გარშემო ყველაფერს აავადებს და საშველი კი არსაიდან ჩანს.
11:06 | 02 აპრილი, 2017
ჩვენებური აზარტი90-იანი წლების ბოლოს, როდესაც თბილისში პირველად რამდენიმე ინტერნეტ კაფე გაიხსნა, თბილისელი ახალგაზრდები დიდი აღტაცებით უამბობდნენ ერთმანეთს იმ "დაუჯერებლად მაღალი ხარისხის" თამაშების შესახებ, რომელთა შესახებ მხოლოდ ტელევიზორში თუ ენახათ ან უცხოეთში ნამყოფი ახლობლებისაგან მოესმინათ და წარმოიდგინეთ, როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ამ ნანატრმა თამაშებმა ჩვენს ქალაქამდეც, რომ მოაღწია. "ფეხბურთები" "ომები" "ავტორბოლები" და კიდევ უამრავი გასართობი, რასაც ყოვლისშემძლე კომპიუტერი ქართველ მომხმარებელს სთავაზობდა, ბევრი თბილისელი ახალგაზრდის ინტერნეტ კაფეში ღამისთევის და სახინკლეში წასვლაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.
10:30 | 26 მარტი, 2017
კვლავ ის ორნიგაზაფხული წელში გამიართა და გვარიანადაც დაცხა. აბა ამ დროს ველზე ჯირითი იქნება? თან ეს რა ბუკისა და ნაღარის ხმაა ჩემო მეგობარი სანჩო? ვინ ზეიმობს აგრერიგად და რა ამბავია?
15:13 | 19 მარტი, 2017
ქართველი ქომაგის ფიქრები ყოველი მატჩის დასრულების შემდეგროდესაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთა სარაგბო მატჩი დასრულდა, და გამარჯვებით გახარებული ქომაგები ეროვნული სტადიონიდან გამოვიდნენ, მათ კიდევ ერთხელ გაუჩნდათ საფიქრალი, თუ როგორ მოეხერხებინათ სახლებში წასვლა და შეძლებდნენ თუ არა სამარშრუტო ტაქსებში შეჭეჭყვას.
22:00 | 12 მარტი, 2017
უარყოფილი საქართველობედნიერნი ხართ ბებერი ევროპის შვილებო, რამეთუ არ იცით რას ნიშნავს ემეზობლებოდე რუსეთს! ჩვენთვის კი ეს უკვე მთელი ტრაგედიაა, დიდი და დაუსრულებელი ტრაგედია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და თქვენის ხელშეწყობით, შესაძლებელია არც არასდროს დასრულდეს!