ფეხბურთი

18:43 | 10.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ანჩელოტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

მადრიდის „რეალში“ უარყვეს კარლო ანჩელოტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „სამეფო კლუბი“ გაისად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშს არ აპირებდა.

„რეალის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბი მიიღებს მონაწილეობას განახლებული ფორმატის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე:

„მადრიდის „რეალი“ აცხადებს, რომ 2024-2025 წლების სეზონში ფიფას ახალ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ჩვენი კლუბი გეგმისამებრ მონაწილეობას მიიღებს ამ შეჯიბრში სიამაყით და შემართებით, რათა მთელ მსოფლიოში ჩვენს მილიონობით გულშემატკივარს კიდევ ერთი ტიტულის მოგების იმედი ჰქონდეს“, - წერია „რეალის“ საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მომდევნო ზაფხულს ახალი ფორმატით უნდა გაიმართოს, რომელშიც 32 გუნდი ითამაშებს და გამარჯვებული დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც ჩანს, ეს თანხა „რეალისთვის“ მიუღებელია და ფიფას ტურნირს ბოიკოტს უცხადებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110413