მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ გაისად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
მიზეზი დაბალი ფინანსური შემოსავალია.
„მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ არ წავა, ჩვენ უარვყოფთ მოწვევას, როგორც სხვა კლუბები. მადრიდის „რეალის“ მხოლოდ ერთი მატჩი ღირს 20 მილიონი ევრო და მათ უნდათ ეს ფული ტურნირის მთელ პერიოდში მოგვცენ, არავითარ შემთხვევაში, ჩვენგან უარია“, - უთხრა ანჩელოტიმ იტალიურ მედიას.
ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მომდევნო ზაფხულს ახალი ფორმატით უნდა გაიმართოს, რომელშიც 32 გუნდი ითამაშებს და გამარჯვებული დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც ჩანს, ეს თანხა „რეალისთვის“ მიუღებელია და ფიფას ტურნირს ბოიკოტს უცხადებს.