ფეხბურთი

14:12 | 17.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "საწყისი 4 წუთი ბურთს მხოლოდ ჩვენ ვფლობდით"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მარცხის (1:5) შემდეგ განაცხადა, რომ ეს თამაში არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს.

„თამაშში 3:1-მდე დავრჩით. საწყისი 4 წუთი ბურთი მხოლოდ ჩვენ გვქონდა. ისევ დარწმუნებული ვარ, უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ეს წაგება ჩემს ფეხბურთელებს არაფერს უკარგავს“, - თქვა პიოლიმ.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ ისიც განაცხადა, რომ ფანებისთვის საბოდიშო არაფერი აქვთ, რადგან დამარცხება არც თვითონ უნდოდათ.

„ინტერმა“ „მილანს“ 2023 წელს 5-დან 5 დერბი მოუგო. ისტორიაში პირველად მოხდა, რომ „ნერაძურიმ“ „როსონერის“ ზედიზედ 5-ჯერ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115396