„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, სერია A-ს მე-4 ტურის მატჩში „ინტერთან“ დამარცხებაზე (1:5) ისაუბრა.
„არ ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ „მილანის“ გულშემატკივრებს. თქვენი აზრით, „ინტერისგან“ ხუთი გოლის გაშვება გვინდოდა? ბოდიში მაშინ უნდა მოიხადო, როცა რაღაცას გამიზნულად აკეთებ.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ამ გამარჯვების შემდეგ „ინტერმა“ 12 ქულა მოაგროვა და სერია A-ს სათავეში ერთპიროვნულად მოექცა. „მილანს“ კი ცხრა ქულა დარჩა და მესამე ადგილზე დადგა.
57 წლის იტალიელი სპეციალისტი „როსონერის“ 2019 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით კლუბი 2021/2022 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა.