რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა განაცხადა, რომ არტიომ ძიუბამ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი ამ ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თქვა, რადგან იქ მას ნათესავი ჰყავს.
თუმცა, „ზენიტის“ თავდამსხმელმა ეს ცნობა უარყო და თქვა, რომ მისი უარი პოლიტიკურ მიზეზებს არ უკავშირდება და კარპინმა მისი სიტყვები არასწორად გაიგო.
„ნაკრებში არ მივდივარ არა პოლიტიკური, არამედ ოჯახური მიზეზების გამო. არ მინდა დეტალებში შესვლა, მაგრამ ამ პერიოდში მინდა დრო ოჯახთან ერთად გავატარო. ვალერიმ (კარპინი) არასწორად გაიგო, ან მისი სიტყვები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული“, - თქვა ძიუბამ „სპორტ-ექსპრესთან“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან გარიცხულია, მაგრამ კარპინმა მარტის სანაკრებო ფანჯრისთვის შემადგენლობა მაინც დაასახელა.