ფეხბურთი

17:45 | 15.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტიომ ძიუბამ უკრაინაში ომის გამო რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვა

მიუხედავად იმისა, რომ უეფამ და ფიფამ რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა, ვალერი კარპინმა მოსკოვური შეკრებისთვის შემადგენლობა მაინც დაასახელა.

მან „ზენიტის“ ფორვარდი არტიომ ძიუბაც გამოიძახა, მაგრამ ფეხბურთელმა ნაკრებში ამ ეტაპზე თამაშზე უარი თქვა. როგორც კარპინმა აღნიშნა, უკრაინაში ბევრი ნათესავი ჰყავს და რუსეთის ნაკრებში მოცემულ ვითარებაში ვერ ითამაშებს.

„არტიომს კვირას ტელეფონით ვესაუბრეთ. მან დაგვარწმუნა, რომ ნამდვილად სურს ნაკრებში თამაში, მაგრამ ახლა, უკრაინაში შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ბევრი ნათესავი ჰყავს, ბოდიში მოიხადა და ოჯახური მიზეზების გამო ითხოვა, რომ არ გამოგვეძახებინა. შევთანხმდით, რომ მასთან კონტაქტზე დავრჩებით“, - თქვა კარპინმა.

შეგახსენებთ, მანამდე ძიუბამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ომის წინააღმდეგია, მაგრამ ისიც აღნიშნა, სპორტსმენები ამის გამო არ უნდა ისჯებოდნენო.

0.118204