სხვა

19:08 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა: "რუსეთი მიყვარს, მაგრამ ოლიმპიადაზე საქართველოს წყალობით მოვხვდი"

საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ პეკინის ოლიმპიადაზე გამოსვლის შემდეგ რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 19 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ მას თავისი სამშობლო უყვარს, მაგრამ ოლიმპიადაზე ასპარეზობის შესაძლებლობა საქართველომ მისცა.

„წარმოუდგენელი ემოციები მაქვს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი პროგრამა 100%-ით შევასრულე. ეს გამოსვლა დედაჩემს მივუძღვენი მთელი მისი შრომისთვის, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემში ჩადო. ბოლოს ვიტირე, რადგან ეს უბრალოდ ემოციები იყო, ჩემთვის წარმატებული ოლიმპიადა გამოვიდა. ახლა ორი დღე დავისვენებ და შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოვემზადები.

ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა რუსეთი, მაგრამ აქ ძალიან მეგობრული და შეკრული ფედერაციისა და საქართველოს ნაკრების წყალობით მოვხვდი. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ისინი ჩემთვის აკეთებენ“, - თქვა გუბანოვამ.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია გუბანოვამ მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 200.98 ქულა დააგროვა და ზამთრის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი დაიკავა.

0.111946