სხვა

18:04 | 17.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია გუბანოვა ზამთრის ოლიმპიადაზე მე-11 ადგილზე გავიდა

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ანასტასია გუბანოვამ მე-11 ადგილი დაიკავა. 19 წლის სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში 135.58 ქულა დაიმსახურა.

გუბანოვა, რომელიც ფინალში მე-10 ადგილით გადავიდა, ამჯერადაც კარგად გამოვიდა, თუმცა, საბოლოოდ მე-11 პოზიცია ერგო, რადგან მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 200.98 ქულა დააგროვა. ანასტასტიამ 70.06 ქულა ტექნიკური ელემენტებისთვის, 65.52 კი პროგრამული კომპონენტებისთვის მიიღო.

აქვე ვთქვათ, რომ ოლიმპიადაზე მე-11 ადგილი ფიგურულ ციგურაობაში საქართველოსთვის საუკეთესო შედეგი არაა. მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელაშვილმა მე-10 ადგილი დაიკავა, ისევე როგორც 2006 წელს ტურინის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა.

ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ანა შჩერბაკოვა გახდა, ვერცხლის მედალი ასევე რუსმა ალექსანდრა ტრუსოვამ მოიპოვა, ხოლო იაპონელი კაორი საკამოტო ბრინჯაოს დასჯერდა. უმედლოდ დარჩა 15 წლის კამილა ვალიევა, რომელმაც 224.09 ქულით საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავა.

0.260704