ფეხბურთი

2:32 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია პლეი-ოფშია, დანია ქულებსაც არ კარგავს და ინგლისი მიზანთან ძალიან ახლოსაა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გრძელდება და გაირკვა, რომ შოტლანდიის ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს, ინგლისი ძალიან ახლოსაა ფინალური ეტაპის საგზურთან, ხოლო პოლონეთი პრაქტიკულად პლეი-ოფშია.

F ჯგუფი

დანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება ჯერ კიდევ წინა თვეში მოიპოვა, მაგრამ როგორც ჩანს, შესარჩევ ეტაპზე ქულების დაკარგვას არ აპირებს. კასპერ ჰიულანდის გუნდმა შინ ფარერების ნაკრებსაც მოუგო და რა გასაკვირია. სკანდინავიელთათვის დასანანი ის არის, რომ გოლი პირველად გაუშვა, თორემ 9 ტურში 9 გამარჯვებით იწონებს თავს და ალბათ, ევროპაში შესარჩევი ეტაპი ყველაზე კარგად ჩაატარა.

ამ ჯგუფში ბოლო ტურმა აზრი თავიდან ბოლომდე დაკარგა. დანიის პირველი ადგილი რომ გადაწყვეტილია, ისედაც ვიცოდით, ახლა ისიც გაირკვა, რომ მეორე ადგილზე და შესაბამისად, პლეი-ოფში შოტლანდიის ნაკრები გავა. სქოთებმა სტუმრად მოლდოვის ნაკრებს ომუგეს, 20 ქულას მოუყარეს თავი და მეორე ადგილი გაინაღდეს. ისრაელი, ავსტრია, ფარერები და მოლდოვა კი ჯგუფში ჩარჩნენ და ბოლო ტურმა ფორმალური სახე მიიღო. ვთქვათ ისიც, რომ ავსტრია ამ ჯგუფში კი ჩარჩა, მაგრამ ერთა ლიგიდან პლეი-ოფშია გასული და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.

ავსტრია - ისრაელი 4:2 (0:1)

გოლები: 0: ბიტონი (32), 1:1 არნაუტოვიჩი (51), 1:2 პერეტცი (59), 2:2 შაუბი (62), 3:2 შაუბი (72), 4:2 ზაბიტცერი (84)

დანია - ფარერები 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოლსენი (18), 2:0 ლარსენი (63), 2:1 ოლსენი (89), 3:1 მაეჰლე (90)

მოლდოვა - შოტლანდია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 პატერსონი (38), 0:2 ადამსი (65)

1. დანია 9 9 0 0 30 1 29 27
2. შოტლანდია 9 6 2 1 15 7 8 20
3. ისრაელი 9 4 1 4 20 19 1 13
4. ავსტრია 9 4 1 4 15 16 -1 13
5. ფარერები 9 1 1 7 5 20 -15 4
6. მოლდოვა 9 0 1 8 4 26 -22 1

I ჯგუფი

ინგლისის ნაკრები პრაქტიკულად მუნდიალზეა, ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბოლო ტურში სან მარინოსთან ქულაც ჰყოფნის და რა თქმა უნდა, მისი მოპოვება საერთოდ არ გაუჭირდება. გარეთ საუთგეიტის გუნდმა შინ ალბანეთის ნაკრები 5:0 გაანადგურა და ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გაუტანა. სხვათა შორის, ალბანელებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი ამ წაგებით დაკარგეს.

მინიმუმ მეორე ადგილი აქვს გარანტირებული პოლონეთის ნაკრებს, რომელმაც სტუმრად ანდორას 4:1 მოუგო. პოლონელები პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თეორიულად პირველი ადგილის შანსიც აქვთ. პოლონეთი პირველ ადგილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ უნგრეთს ძალიან დიდი ანგარიშით მოუგებს (რაც კიდევ შესაძლებელია), ხოლო პარალელურად ინგლისი სან მარინოსთან დამარცხდება (რაც წარმოუდგენელია).

ინგლისი - ალბანეთი 5:0 (5:0)

გოლები: 1:0 მაგუაირი (9), 2:0 კეინი (18), 3:0 ჰენდერსონი (28), 4:0 კეინი (33), 5:0 კეინი (45)

უნგრეთი - სან მარინო 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 შობოშლაი (6), 2:0 გაზდაგი (22), 3:0 შობოშლაი (83), 4:0 ვეშეი (88)

ანდორა - პოლონეთი 1:4 (1:3)

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (5), 0:2 იოზვიაკი (11), 1:2 ვალესი (45), 1:3 მილიკი (45), 1:4 ლევანდოვსკი (73)

1. ინგლისი 9 7 2 0 29 3 26 23
2. პოლონეთი 9 6 2 1 29 9 20 20
3. ალბანეთი 9 5 0 4 11 12 -1 15
4. უნგრეთი 9 4 2 3 17 12 5 14
5. ანდორა 9 2 0 7 8 23 -15 6
6. სან მარინო 9 0 0 9 1 36 -35 0
0.116486