ფეხბურთი

13:04 | 27.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გუნდისთვის ისევ მნიშვნელოვანი ვიყო"

გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა და „სერკლ ბრიუგესთან“ საგოლე პასიც გააკეთა, რამაც მის გუნდს გამარჯვება მოუტანა (2:1).

მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი ბელგიურ მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ ჯერ 100%-ით მზად არ არის.

„განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო. ჩვენთვის რთული თამაში გახლდათ, ბრძოლა მოგვიწია ამ გამარჯვებისთვის. რა თქმა უნდა, ტრავმებთან დიდი ხნის ბრძოლას უკვალოდ ჩაუვლია და ჯერჯერობით 100%-ით არ ვარ მზად. 60-70 წუთის შემდეგ ფეხებში სიმძიმეს ვგრძნობ და ამიტომაც ვითხოვე ცვლილება. ხანდახან მეშინია, რომ ისევ ტრავმას მივიღებ, ეს ლოგიკურია, როცა ამდენი ხანი გაგიცდება. ბოლოს ფეხებში ძლიერი დარტყმა მივიღე, მაგრამ საბედნიეროდ პრობლემა არ არსებობს“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114884