ბელგიის იუპილერ ლიგის მეცხრე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „გენტმა“ „სერკლ ბრიუგეს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, 2:1 იმარჯვა. ქართველმა ნახევარმცველმა კი ამ გამარჯვებაში წვლილი საგოლე გადაცემით შეიტანა.
გიორგი ზედიზედ მეორედ იყო ძირითად შემადგენლობაში და ამჯერად 78 წუთი ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა 73-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და დარკო ლემაიჩმა თავით დალაშქრა მეტოქის კარი.
მიმდინარე სეზონში გიორგის 8 მატჩში 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა და ზედიზედ ორჯერ სასტარტოში თამაში, კიდევ უფრო დადებითის ნიშანია.
„გენტის“ აქტივში 9 ტურის თავზე 11 ქულაა და მე-12 პოზიციაზეა, 3 ოქტომბერს, კი „ანტვერპენს“ დაუპირისპირდება.