ფეხბურთი

18:38 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საიმანოვი ხვიჩაზე: "ხელში ბრილიანტი მყავს, მისი დარჩენა უფრო მომგებიანია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. რუსულ მედიასთან მან აღნიშნა, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში გუნდიდან გაუშვეს, თუ ეს წინადადება დიდი კლუბისგან იქნება.

თუმცა, საიმანოვი ფიქრობს, რომ ხვიჩას „რუბინისთვის“ უფრო დიდი მოგების მოტანა გუნდში ყოფნით შეუძლია და არა ტრანსფერით. ამასთან, მაგალითიც მოიყვანა და ფრთხილად ყოფნას ხაზი გაუსვა.

„ხვიჩასთან დაკავშირებით ოფიცალური წინადადებები არ არსებობს, მხოლოდ ლაპარაკია. ალბათ, თუ ღირსეული წინადადება იქნება დიდი გუნდისგან, ხვიჩას არ შევინარჩუნებთ. ბევრი რამ უნდა გავაერთიანოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მას ჩვენთან დიდხანს დავტოვებდი, რადგან ის შედეგების მიღწევაში გვეხმარება. თუ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გავალთ, ეს ტურნირში მონაწილეობისთვის დამატებით 30 მილიონ ევროს მოგვიტანს. ჩემთვის უფრო მომგებიანი მისი გუნდში დატოვება, არ მაქვს მისი გაყიდვის იდეა. ხელში ბრილიანტი ჩამივარდა. იცით, ერთხელ მთელი ძალით ვცდილობდი დომინგესის გუნდში დატოვებას, მაგრამ ის წავიდა და კარიერა არ აეწყო, გაქრა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ბავშვების სურვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორი არ არის. ყველაფერი უნდა გავთვალოთ“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. სეზონის ფინიშამდე მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი. ხვიჩას კი „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

0.128216