ფეხბურთი

18:10 | 19.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" დირექტორი ხვიჩას ტრავმაზე: "გარისკვას არ ვაპირებთ"

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა. რუსულ მედიასთან მან აღნიშნა, რომ რისკზე წასვლა არ სურთ და ამიტომ, სავარაუდოდ, ხვიჩასთვის სეზონი დასრულდა.

„მას აქვს დაზიანება, რის გამოც ჯერ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა არ გაგვიკეთებია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე არ ითამაშებს, რადგან ფორმაში შესვლას 2-3 კვირა დასჭირდება და ამიტომ, გარისკვა საჭირო არ არის“, - თქვა საიმანოვმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში 23 მატჩში 4 გოლთან ერთად, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი. სეზონის ფინიშამდე მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი. ხვიჩას კი „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

0.11306