ფეხბურთი

3:00 | 26.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთის მწვრთნელი უკმაყოფილოა: "როცა საფინალო სასტვენის ხმა გავიგე, ძალიან კარგი განცდა იყო"

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოს ნაკრებთან (1:0) მატჩი შეაფასა. გამოცდილი შვედი სპეციალისტი საკუთარი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო იყო და ჟურნალისტს დაეთანხმა, რომ ეს მისი ნაკრებში მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე თამაში გამოდგა.

„საკმარისად აგრესიულები არ ვიყავით. ერთ ადგილზე ვიდექით და ამიტომ მათ ფეხბურთელების თავდაცვა მაღლა შეეძლოთ, კარგად ხვდებოდნენ ჩვენს შეტევებს. გუნდის მოედანზე მოძრაობით იმედგაცრუებული ვარ. შედეგად, როდესაც მეტოქე ფეხბურთელებმა თავდაჯერება იგრძნეს, სირთულეები არ ჰქონდათ. ბედნიერები არ ვართ, აბსოლუტურად. კარგად ვერ ვიმუშავეთ და შევცდით. თუმცა, სამი ქულით კმაყოფილი ვარ.

საქართველომ რამდენიმე კონტრშეტევა გაგვიკეთა, რაც არასასიამოვნო იყო. ზოგჯერ მოედნის ცენტრი დავთმეთ და არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მეორე ტაიმი ცუდი იყო, მაგრამ როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა, ძალიან კარგი განცდა იყო. ყველაფერს თუ მთლიანობაში ავიღებთ, არც ისე კარგი თამაში გვქონდა, როგორსაც ვიმედოვნებდით. ზოგჯერ ასე ხდება, მაგრამ 1:0 მაინც გავიმარჯვეთ და შეგვიძლია ვისიამოვნოთ, თუმცა ბევრი რამ არ მომეწონა.

ზლატანი? ჩვენი თავდამსხმელები ძალიან იშვიათად გამოვიყენეთ, მათ შორის, მისი ძლიერი თვისებებიც. ვნახოთ ითამაშებს თუ არა მეორე მატშიც, ამაზე მასთან ვისაუბრებ. იბრაჰიმოვიჩს და ისაკს ერთად თამაში შეუძლიათ. ისინი კლუბებში შეტევაში მარტი თამაშობენ და ადვილი არ იყო, ორ დღეში წყვილზე გადაწყობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთად თამაში კარგად შეუძლიათ“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრას 28 მარტს, თბილისში ესპანეთის ნაკრებთან გამართავს, რომელმაც პირველ ტურში საკუთარ კედლებში საბერძნეთს ვერ მოუგო (1:1).

0.116337