ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ქონიასფორის“ 24 წლის შემტევი სიმბოლურში beIN Sports-მა დაასახელა.
ლევანი „ტრაბზონსფორთან“ მატჩში მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩდა და თამაშზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. მატჩის ბოლოს 11 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა, პენალტი მოიპოვა და გადამწყვეტი საგოლე პასი შეასრულა. შედეგად, „ქონიასფორმა“ ტრაბზონში დაქამბექება მოახერხა (1:3-დან 4:3). შენგელია ვებგვერდმა Gazetefutbol-მა 33-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
თურქულმა გუნდმა 36 ქულას მოუყარა თავი და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შენგელიას რაც შეეხება, მას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 თამაშში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.