ლევან შენგელიას სუპერმატჩი თურქეთის სუპერლიგაში, გადაუჭარბებლად, მართლაც ასე იყო. XXXIII ტურში „ქონიასფორი“ „ტრაბზონსფორს“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 4:3 სძლია.
ეს არ მოხდებოდა, რომ არა ლევან შენგელია, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო და თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 39-ე წუთიდან ჩაერთო. „ტრაბზონსფორს“ დაგეგმილ გამარჯვებამდე მატჩი მშვიდად მიჰყავდა და 81-ე წუთზე მასპინძლები 3:1-ს იგებდნენ.
თუმცა, მერე შენგელიას 11-წუთიანი ბენეფისი ვიხილეთ! ქართველმა ჯერ იყო და, საჯარიმო დარტყმა ულამაზესად, ფანტასტიკურად შეასრულა, გავიდა 7 წუთი და პენალტი მოიპოვა, რომლიც მისმა თანაგუნდელმა სკუბიჩმა ზუსტად შეასრულა, ხოლო მსაჯის მიერ კომეპენსირებულ მეორ წუთზე საგოლე პასიც შეასრულა. ისევ მოხდენილად, ლამაზად და ტურამს ისღა დარჩენოდა გამარჯვების გოლი გაეტანა.
დიდებულია - 11 წუთში ულამაზესი გოლი, გამომუშავებული პენალტი და გადამწყვეტი საგოლე პასი. შედეგად, „ქონიასფორმა“ 36 ქულას მოუყარა თავი და თურქეთის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. თავის მხრივ „ტრაბზონსფორმა“ ჩემპიონობა ვერ მოახერხა და თურქეთის 2019-2020 წლების სეზონის ჩემპიონი სტამბოლის „ბაშაკშეჰირი“ გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ლევან შენგელიამ „ქონიასფორის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 თამაშში 2 გოლის გატანა მოახერხა.