ფეხბურთი

16:55 | 17.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის XXIX ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

ქართველი ფეხბურთელი InStat-ის ვერსიით თავად პრემიერლიგის ვებგვერდმა გამოარჩია და შეტევის მარცხენა ფლანგზე მიუჩინა ადგილი.

კვარაცხელიამ გუშინ „როსტოვთან“ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა იმის მიუხედავად, რომ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. ხვიჩა მთელი თამაში აქტიური იყო და თანაგუნდელებს არაერთი მომენტი შეუქმნა. თავადაც შეეძლო გატანა, მატჩის მიწურულს კი საოცარი დრიბლინგი განახორციელა და რომ არა მეკარე, დაუვიწყარ გოლს გაიტანდა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში 19 წლის ქართველი ფეხბურთელი ფეხბურთელის ანგარიშზე 26 თამაშში 3 გოლი და 4 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112157