ფეხბურთი

23:42 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლუცკი კვარაცხელიაზე: "რა თქმა უნდა მინდა ასეთი ფეხბურთელი გუნდში მყავდეს"

ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია და ყაზანის „რუბინის“ წარმატებული თამაში მასზეა დამოკიდებული. ლეონიდ სლუცკის „როსტოვთან“ მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის ჩინებულ თამაშზე ჰკითხეს.

რუსი სპეციალისტის განცხადებით, ხვიჩა გამორჩეულია და ყველა მატჩში შესანიშნავად თამაშობს.

"თუ 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი ბურთს თავად მოიპოვებს, ყველას მოატყუებს, გოლს გაიტანს, ყველაფერს მარტო გააკეთებს... რა თქმა უნდა, მსურს გუნდში ასეთი მოთამაშე მყავდეს და სინამდვილეში ხვიჩას შეუძლია ასეთი იყოს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე თვის წინ ის არ იყო სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი. დღეს გამორჩეულია და აბსოლუტურად ყველა მატჩს ბრწყინვალედ ატარებს. ვეცდებით, რომ შემდეგი ნაბიჯი სტატისტიკურად ამის დასტური იყოს", - თქვა სლუცკიმ.

შეგახსენებთ, კვარაცხელია „როსტოვთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს, როცა რამდენიმე მეტოქე მოატყუა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116014