აქსელ ვიტსელის შემდეგ ლიეჟის „სტანდარდს“ მარუან ფელაინიც დაეხმარება. ბელგიური მედიის ცნობით, ბელგიელი ნახევარმცველი კლუბს 3 მილიონ ევროს შესწირავს, რომ გაკოტრებისგან იხსნას.
ვიტსელი კი ლიჟელთათვის 1.5 მილიონ ევროს გაიღებს და ინვესტიციის გაზრდასაც აპირებს. მიუხედავად ამისა, ბელგიელების შეგროვილი თანხა გუნდის გადასარჩენად საკმარისი არაა. თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ და სხვადასხვა მეთოდით გეგმავენ გუნდის დახმარებას.
მოგეხსენებათ, „სტანდარდს“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ვალების გასასტუმრებლად კიდევ 9 მილიონი ევრო სჭირდება.
აქვე გეტყვით, რომ ვიტსელი „სტანდარდში“ 2006-2011, ხოლო ფელაინი 2006-2008 წლებში თამაშობდა.