ფეხბურთი

1:00 | 30.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვიტსელი მზადაა "სტანდარდი" გაკოტრებისგან იხსნას

ბელგიაში საფეხბურთო სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად დასრულდა და რამდენიმე კლუბი ეკონომიკურად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ შორის ლიეჟის „სტანდარდი“, რომელიც გაკოტრების პირასაა.

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველი აქსელ ვიტსელი კი მზადაა კლუბის გადასარჩენად თავისი წვლილი შეიტანოს. გამოცდილი ნახევარმცველი ბელგიურ გუნდს 1.5 მილიონი ევროთი დაეხმარება.

თუმცა, „სტანდარდს“ გადასარჩენად 12 მილიონი ევროს ვალის დაფარვა სჭირდება. ამიტომ, ვიტსელი იმ ფეხბურთელებს დაუკავშირდა, რომლებიც ადრე ლიეჟელთა რიგებში თამაშობდნენ, მათ შორისაა მარუან ფელაინიც.

აქვე გეტყვით, რომ ვიტსელი ლიეჟში დაიბადა და „სტანდარდის“ აკადემიაში გაიზარდა, ხოლო მთავარ გუნდში 2006-2011 წლებში თამაშობდა.

0.127801