ფეხბურთი

12:19 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იტალიური გუნდები ევროთასების საშინაო მატჩებს უმაყურებლოდ ჩაატარებენ

იტალიაში სპორტული აქტივობები ოფიციალურად 3 აპრილამდე შეჩერდა და სერია A-ს გათამაშებაც შეწყდა. თუმცა, ევროტურნირებზე მოთამაშე იტალიური გუნდები საერთაშორისო შეხვედრებს ჩაატარებენ.

როგორც იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „რომა“ ევროთასების საშინაო მატჩებს ჩაატარებენ, თუმცა უმაყურებლოდ.

12 მარტს, ევროპა ლიგაზე „ინტერი“ ესპანურ „ხეტაფეს“ უმასპინძლებს, 17 მარტს, „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონს“ შეხვდება, ხოლო 19 მარტს ევროპა ლიგაზე „რომა“ „სევილიას“ დაუპირისპირდება. სამივე ხსენებული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ჩემპიონატის დროებით შეწყვეტისა, კლუბებს საწვრთნელი პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების უფლება მიეცათ. შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია სარეკორდო ტემპით გაიზარდა.

0.111252