ფეხბურთი

3:20 | 19.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "რონალდუმ საათნახევარი ჰაერში გაატარა, NBA-ს ნახტომი იყო"

კრიშტიანუ რონალდუმ გენუის „სამპდორიასთან“ ერთი შეხედვით დაუჯერებელი რამ ჩაიდინა და მიწიდან 256 სმ-ის სიმაღლეზე ახტა, თან გოლიც გაიტანა.

ნამატჩევს გენუელთა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პორტუგალიელის ქმედება NBA-სთან გააიგივა:

„რონალდუმ ისეთი რაღაც გააკეთა, მხოლოდ NBA-ში რომ მინახავს. მან საათნახევარი ჰაერში გაატარა. არაფრის თქმა საჭირო არაა, კომპლიმენტები და მორჩა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდმა „იუვენტუსის“ თამაშს კარგად უპასუხა, მეტოქემ ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვა და ჩვენ უფრო სწრაფები უნდა ვყოფილიყავით კონტრშეტევებზე. სამწუხაროა, მაგრამ ეს იყო ჩვენთვის შესანიშნავი თამაში, მათ კი უბრალოდ ორი შედევრი გოლი გაიტანეს“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ „სამპდორია“ პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი გოლებით 2:1 დაამარცხა.

0.112043