ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-17 ტურში გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა და გამარჯვების გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
პორტუგალიელისგან გოლები რა გასაკვირია, მაგრამ მაინც... 45-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ალექს სანდროს ფლანგურ გადაცემას პორტუგალიელი გამოეხმაურა. Tuttosport-ის ცნობით, კრიშტიანუ მიწიდან 70-სმზე აიწია ნახტომის დროს და საბოლოო ჯამში 2.56 მეტრ სიმაღლეზე ავიდა (მისი სიმაღლის ჩათვლით).
34 წლის პორტუგალიელი კარის ხარიხაზე 12 სმ-ით მაღლა იმყოფებოდა, როდესაც ბურთს თავი დაარტყა და გოლიც გაიტანა. რა გასაკვირია, საოცარი ნახტომის წყალობით მოწინააღმდეგ ნიკოლა მურუ უშანსოდ რომ დატოვა.
გარდა ამისა, Opta გვამცნობს, რომ კრიშტიანუმ 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული თავით (არ შედის ევროთასები) 69-ე გოლი გაიტანა, რაც დროის აღნიშნულ მონაკვეთში ტოპ ჩემპიონატებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.