ფეხბურთი

20:45 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "დინამო" დასაჯა და "ფეიენოორდს" უმაყურებლოდ უმასპინძლებს

უეფას ვებგვერდი მოულოდნელ და ჩვენთვის მეტად ცუდ ინფორმაციას ავრცელებს - „დინამოსა“ და „ფეიენოორდის“ მატჩი თბილისში უმაყურებლოდ ჩატარდება.

„დინამო“ – „გაბალას“ მატჩზე გულშემატკივრების მიერ გამოფენილი რასისტული შინაარსის ბანერის გამო უეფამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

გარდა ამისა, „დინამოს“ ფინანსური სანქციაც დაეკისრა 50 ათასი ევროს ოდენობით. „ფეიენოორდმა“ კი თბილისურ მატჩზე ბილეთების გაყიდვა შეაჩერა და იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები, ზარალს აუნაზღაურებს.

შეგახსენებთ, „დინამო“ – „ფეიენოორდს“ ერთ კვირაში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. იქამდე კი, დღეს, 21:30 საათზე სტუმრად დაუპირისპირდება.

0.116198