„კრასნოდარის“ ქართველმა ნახევრამცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა „სევილიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ოქრის“ განცხადებით, ვერ დაიჯერა, როდესაც ბურთი ბადეში დაინახა, თუმცა ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი გოლით დაბრუნდა.
გარდა ამისა, ჩვენებურმა მადლობა გადაუხადა მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის, ქომაგებს გულშემატკივრობისთვის და დასძინა, რომ 100%-ით მზადაა:
„რთული წარმოსადგენი იყო ასეთი დაბრუნება. მაგრამ ეს მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე გამარჯვებაში. მეორეს მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი, ემოციებით სავსე ვარ. როდესაც კლაესონს ჰქონდა ბურთი, რა თქმა უნდა, მსურდა გადაცემა მიმეღო. საბედნიეროდ, მან იდეალური პასი გამიკეთა. რთულია სიტყვების პოვნა. არ მჯეროდა, როდესაც ბურთი ბადეში დავინახე.
ახლა ვგრძნობ, რომ 100%-ით მზად ვარ. მწვრთნელი მენდო და მადლობა მას ნდობისთვის. გავიტანე გოლი და გუნდს დავეხმარე. ასევე, მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის, რომლებმაც ეს საოცარი ატმოსფერო შექმნეს. მადლობა, ჩვენ თქვენს გარეშე არაფერს წარმოვადგენთ.
- თქვენ მხოლოდ მნიშვნელოვანი გოლები გაგაქვთ. შეგვიძლია კრასნოდარელი ედერი გიწოდოთ?
- კარგი, დამიძახეთ კრასნოდარელი ედერი. არ ვარ წინააღმდეგი (იღიმის).
შეგახსენებთ, ოქრიაშვილმა ევროპა ლიგის მეორე ტურში „სევილიას“ 87-ე წუთზე ულამაზესი მაკრატელა გაუტანა და თავის გუნდმს 2:1 მოაგებინა.