თორნიკე ოქრიაშვილის გამარჯვების გოლი ევროპა ლიგაზე! გოლი "სევილიას" კარში და თანაც, ულამაზესი, ფანტასტიკური - მაკრატელა.
"კრასნოდარმა" საკუთარ მოედანზე "სევილია" დაამარცხა (2:1), ხოლო ოქრიაშვილი მოედანზე 84-ე წუთზე მაშინ გამოჩნდა, როცა ანგარიში საყაიმო იყო - 1:1.
ზუსტად სამ წუთში კი, რუსებმა ჯარიმა შეასრულეს, ხოლო შეტევა ქართველი შემტევის აკრობატული ნახტომით და ულამაზესი გოლით დასრულდა. ეს თორნიკეს პირველი გოლია "კრასნოდარის" მაისურით მიმდინარე სეზონში, რადგან მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.