ვაკო გვილია შვეიცარიულ “ლუცერნში” დღითი დღე თავს იმკვიდრებს და გუნდის ლიდერი ხდება. უკვე გამცნეთ, რომ ქართველი ნახევარმცველი ზედიზედ ორჯერ მოხვდა ტურის სიმბოლურ ნაკრებში სხვადასხვა გამოცემათა ვერსიით.
საერთოდაც, გვილიას შვეიცარიაში საკმაოდ კარგი პრესა აქვს. “სიონთან” მატჩის შემდეგ გამოცემა mobile.luzernerzeitung.ch-მა “ლუცერნის” საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნია.
“საუკეთესო “ლუცერნის” რიგებში. თითქმის ყველა შეტევისას ხიფათი შექმნა. კარგი კლასი, გენიოსური პასები და სახიფათო სტანდარტები”, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია “ლუცერნში” იანვარში გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ყალიბდება. გასულ უიქ-ენდზე “ლუცერნმა” “სიონთან” ფრე (1:1) ითამაშა, გოლი კი ჩვენებურის გადაცემის შემდეგად პასკალ შურპფმა გაიტანა.