შვეიცარიის სუპერლიგის XXIV ტურში საგოლე პასით გამოირჩა ვაკო გვილია. ქართველი ნახევარმცველის “ლუცერნი” სტუმრად აუტსაიდერ “სიონს” დაუზავდა (1:1), ხოლო გატანილ გოლში ჩვენებურმა უდიდესი როლი ითამაშა.
“ლუცერნი” აგებდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა პასკალ შურპფი, რომელმაც კარგი გადაცემა თანაგუნდელს დაუფასა და გაათანაბრა.
გვილიამ შეუცლელად ითამაშა. საერთოდაც, ეს ვაკოს მეოთხე მატჩი იყო “ლუცერნის” რიგებში (ზედიზედ მესამე სასტარტოში) და ნათელია, რომ დღითიდღე უშინაურდება ახალ გუნდს.
“ლუცერნს” 24 ტურის თავზე 31 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.